weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

დამისახელეთ ქვეყანა რომელიც შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენზე მეტს აკეთებს უკრაინისთვის – ყაველაშვილი

19:28 ხუთშაბათი, 10 მარტი 2022

ქართული ოცნების წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ საქართველო უკრაინას თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება. მან ჟურნალისტებს სთხოვა, დაესახელებინათ კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელიც ასე იქცევა.

„დამისახელეთ ერთი სახელმწიფო, რომელიც – საქართველოს ხელისუფლება იქნება თუ რა მნიშვნელობა აქვს – საქართველოზე მეტს აკეთებს უკრაინისთვის. დამისახელეთ ერთი სახელმწიფო, რომელიც საქართველოზე მეტს აკეთებს შესაძლებლობებიდან გამომდინარე – რა შესაძლებლობაც აქვს ქვეყანას იქიდან გამომდინარე. 206 ქვეყანაა. დამისახელეთ ერთი ქვეყანა. 

ჩვენი პარტნიორების პირველი და მთავარი ამოსავალი წერტილი არის საკუთარი ქვეყნის ინტერესი. რატომ არ ემბმებიან მაშინ ომში? ჰკითხეთ“, – თქვა ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან.

პარლამენტარი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებისადმი უკრაინელი პოლიტიკოსების კრიტიკას არ უპასუხებს.

„მორატორიუმია და არ შეიძლება ახლა ჩავერთო, გონჩარენკოს ვუპასუხო რისი ღირსიც არის, იმ ადამიანებს, ვინც რაღაცნაირად ხელს იშვერენ და ასეთ საომარ მდგომარეობაში მყოფი, ქართულ ხელისუფლებას ადანაშაულებენ. არ შეგვძლია პოლემიკაში ჩავერთოთ სოლიდარული ვართ და მხარს ვუჭერთ, გვინდა, რომ ეს კატასტროფა რაც შეიძლება მალე მორჩეს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.

24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის სამხედრო ინტერვენციას შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების მხრიდან სანქციების დაწესება მოჰყვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს საქართველო ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არ შეუერთდება. გარდა ამისა, მთავრობა ხელს უშლიდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ქართველი მოხალისეების გამგზავრებას. ამ პოზიციების გამო, უკრაინის პრეზდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]